კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ოთხი სუპერკლუბი იბრძოლებს
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ტოპ კლუბების სატრანსფერი სამიზენეა.
Goal.com-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით ერთდროულად ოთხი გიგანტია დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, 22 წლის შემტევისსთვის მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და "პსჟ" იბრძოლებენ.
კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადა 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.