მამარდაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ვალენსიაში 50 მატჩი ითამაშა
Diario AS-ის ცნობით, მამარდაშვილმა "ვალენსიას" რიგებში ლა ლიგაში 50-ე თამაში ჩაატარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე კლუბის ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
მამარდაშვილმა 50-მატჩიან ბარიერს 22 წლის, 8 თვისა და 1 დღის ასაკში მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
"ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 32 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.