ჟერომ როტენი - მესის: "ჩაო! ორევუა! ბაი-ბაი! საკმარისია"
„პსჟ-ს“ ექს-ფეხბურთელი“ ჟერომ როტენი მიიჩნევს, რომ კლუბმა ლეო მესისთან თანამშრომლობა აღარ უნდა გააგრძელოს.
35 წლის არგენტინელი დღეს დაუკითხავად საუდის არაბეთში გაფრენისთვის კლუბმა 2-კვირიანი მოკვეთით დასაჯა, რომლის მანძილზეც ლეო გუნდთან ერთად ვერც ივარჯიშებს, ვერც მატჩებში ითამაშებს და დიდი შანსია, ფულადი ჯარიმაც დააკისრონ.
„ძალიან მაშინებს ის, რაც მესმის. ძალიან ვღელავ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რასაც ვფიქრობ მესის მიერ „პსჟ-ში“ გატარებულ წლებზე.
რისთვის ჩამოვიდა? ეს მხოლოდ ფინანსური საკითხია, „პსჟ“ ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც მისთვის შეეძლო იმის მიცემა, რასაც ითხოვდა. დიახ, ერთადერთი.
მაგრამ, როგორც კი შანსი გაჩნდა, მას „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნება. პრობლემა ის არის, რომ „ბარსელონა“ მისი ტრანსფერის უფლებას თავს ვერ მისცემს, ამიტომ ის ყატარელებისგან უფრო მეტი ფულის მოხვეჭას და კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.
თუმცა, ახლა - ჩაო! ორევუა! ბაი-ბაი! საკმარისია.“, - აღნიშნა პარიზელთა ექსნახევარმცველმა.