ავტორიზაცია

იუბილე - ბარსელონას პირდაპირი ჯარიმით გოლი ორი წელია არ გაუტანია, ბოლოს ეს მესიმ მოახერხა

იუბილე - ბარსელონას პირდაპირი ჯარიმით გოლი ორი წელია არ გაუტანია, ბოლოს ეს მესიმ მოახერხა
თარიღი 03 May 2023, 00:29
„ბარსელონას“ პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გოლი ორი წელია არ გაუტანია.

უკანასკნელად ეს კატალონიური გუნდის მაისურით ლეო მესიმ გააკეთა, რომელიც ორი წელია უკვე „პსჟ-ს“ რიგებში თამაშობს.

პირდაპირი ჯარიმით მესიმ 2021 წლის 2 მაისს „ვალენსიას“ კარი აიღო, როცა მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაშიც, როცა „ბარსამ“ „ოსასუნას“ მოუგო, ჯარიმიდან გოლი არ გასულა და შესაბამისად, ზუსტად ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კატალონიური გუნდის მაისურით სტანდარტულიდან გოლი არავის გაუტანია.