ავტორიზაცია

ბარსელონა მესის ტრანსფერში დარწმუნებულია

ბარსელონა მესის ტრანსფერში დარწმუნებულია
თარიღი 03 მაი 2023, 14:15
კატალონიურ "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის ტრანსფერის განხორციელებას. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა ფინანსური პრობლემის მიუხედავად, ვარსკვლავ ფორვარდს მოაწერენ ხელს. 

მესის შესაძლოა "ბარსელონაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს, რადგან "პსჟ"-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ლიონელი პარიზულ გუნდში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.