ავტორიზაცია

ჰამშიკი: "ნეაპოლში სკუდეტოს რამდენიმე თვე იზეიმებენ"

ჰამშიკი: "ნეაპოლში სკუდეტოს რამდენიმე თვე იზეიმებენ"
თარიღი 03 მაი 2023, 13:02
"ნაპოლის" ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი დარწმუნებულია, რომ ნეაპოლში გარდაუვალი სკუდეტოს არა სამი დღე და სამი ღამე, როგორც სხვა კლუბებში, არამედ რამდენიმე თვე იზეიმებს. 

სლოვაკი ფეხბურთელი ნეაპოლში 2007 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა, ახლა კი თურქული "ტრაბზონსფორის" ღირსებას იცავს.

"სკუდეტო? მე პირადად კმაყოფილი ვარ, თუმცა ზეიმებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. 33 წლიანი ლოდინის შემდეგ ისინი იქ რამდენიმე თვე იზეიმებენ. , - თქვა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ არ მოუგია, როცა კლუბში დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა.