ავტორიზაცია

მილანმა შინ ლოჩოშვილის გუნდს ვერ მოუგო და საქმე გაირთულა, ინტერმა კი სტუმრად გაილაღა

მილანმა შინ ლოჩოშვილის გუნდს ვერ მოუგო და საქმე გაირთულა, ინტერმა კი სტუმრად გაილაღა
თარიღი 04 May 2023, 01:06
იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურში „მილანმა“ საკუთარ კედლებში „კრემონეზეს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრები 77-ე წუთზე ოკერეკეს გოლით დაწინაურდნენ და მატჩის მოგებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა 90+3 წუთზე ჯუნიორ მესიასმა ანგაარისი გაათანაბრა და „მილანს“ ქულა გადაურჩინა. 90+6 წუთზე უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი სტუმართა ფეხბურთელმა, ჩარლს პეკელმა მიიღო.

ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა სტუმართა რიგებში მოედანზე 90 წუთი გაატარა და Flashscore-სგან 6.9 შეფასებაც მიიღო.



პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი „ინტერმა“ სტუმრად „ვერონასგან“ ქვა-ქვაზე არ დაატოვა და 6:0 იმარჯვა.

„ნერაძურიმ“ მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. „ინტერის“ რიგებში დუბლით თავი ლაუტარო მარტინესმა და ედინ ჯეკომ გამოიჩინეს, ერთი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა, ერთიც კი „ვერონამ“ საკუთარ კარში ჩაჭრა.

33 ტურის შემდეგ, „ინტერი“ 50 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და მე-5, მე-6 და მე-7 ადგილოსან „ატალანტას“, „მილანს“ და „რომას“ 2 ქულით უსწრებს.