ავტორიზაცია

ყველა გოლი - ახალი რეკორდია! ჰოლანდმა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის მიღწევა გააუმჯობესა

ყველა გოლი - ახალი რეკორდია! ჰოლანდმა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის მიღწევა გააუმჯობესა
თარიღი 04 მაი 2023, 01:11
ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს, არავის, ამდენი გოლი არ გაუტანია.

პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „მან სიტიმ“ შინ „ვესტ ჰემი“ 3:0 გაანადგურა, ერლინგ ჰოლანდმა კი აქტივში მორიგი გოლი მიითვალა.

ამ გოლის შემდეგ ნორვეგიელი სუპერ-ფორვარდის ანგარიშზე 35 გოლია და მან ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

აქამდე, ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი ალან შირერს და ენდი კოულს ჰქონდათ გატანილი (34), თუმცა მათ ამის გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ მოახერხეს, როცა პრემიერ ლიგა 42 მატჩისგან შედგებოდა.

38-მატჩიან ჩემპიონატში აქამდე რეკორდი მო სალაჰს ეკუთვნოდა (32), თუმცა ჰოლანდმა ორივე ეს მიღწევა წელს 33 ტურის შემდეგ გააუმჯობესა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ნორვეგიელს კიდევ 5 მატჩის ჩატარება სჭირდება და აწ უკვე თავისი ინდივიდუალური რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობაც ექნება.