ავტორიზაცია

ერლინგ ჰოლანდი: "რა თქმა უნდა, რეკორდის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ჩვენთვის საგოლე მომენტების შექმნა ადვილი არ იყო"

ერლინგ ჰოლანდი: "რა თქმა უნდა, რეკორდის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ჩვენთვის საგოლე მომენტების შექმნა ადვილი არ იყო"
თარიღი 04 მაი 2023, 02:43
მანჩესტერ "სიტის" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის სეზონში საკუთარ გამოსვლაზე ისაუბრა.

პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „მან სიტიმ“ შინ „ვესტ ჰემი“ 3:0 გაანადგურა, ერლინგ ჰოლანდმა კი აქტივში მორიგი გოლი მიითვალა.

ამ გოლის შემდეგ ნორვეგიელი სუპერ-ფორვარდის ანგარიშზე 35 გოლია და მან ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

„განსაკუთრებული მომენტი, განსაკუთრებული ღამე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. სხვა რა ვთქვა არ ვიცი.

რა თქმა უნდა, რეკორდის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ჩვენთვის საგოლე მომენტების შექმნა ადვილი არ იყო - მეტოქე მჭიდროდ იცავდა თავს. ჩვენ ვცდილობდით და საბოლოოდ მივაღწიეთ წარმატებას.

თამაშის დაწყებამდე მე ველაპარაკე გრილიშს და მან მითხრა, რომ სურდა საგოლე გადაცემის ავტორი ყოფილიყო, როცა სარეკორდო გოლს გავიტანდი. “, - განუცხადა ნორვეგიელმა Sky Sports-ს.