ავტორიზაცია

მარსელი მთავარ მწვრთნელობის კანდიდატად ზიდანს განიხილავს

მარსელი მთავარ მწვრთნელობის კანდიდატად ზიდანს განიხილავს
თარიღი 04 მაი 2023, 17:34
Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა "მარსელი" ჩაიბაროს.

გამოცემის ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ კანდიდატს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ტიუდორი სხვა გუნდს უხელმძღვანელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანი "იუვენტუსში" მუშაობის მთავარი კანდიდატია.

50 წლის ფრანგი მადრიდის "რეალს" 2016-2018 და 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. "ბლანკოსთან" ერთად ზიდანმა ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო (2016, 2017, 2018).