ავტორიზაცია

"4:0 რომ ყოფილიყო - კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას უნდა დაერტყა", - გვარდიოლა ჰოლანდით უკმაყოფილო დარჩა

"4:0 რომ ყოფილიყო - კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას უნდა დაერტყა", - გვარდიოლა ჰოლანდით უკმაყოფილო დარჩა
თარიღი 06 მაი 2023, 22:06
პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „სიტიმ“ „ლიდს იუნაიტედი“ 2:1 ილკაი გიუნდოგანის დუბლით დაამარცხა.

როცა ანგარიში 2:0 იყო, „ლიდსის“ კარში პენალტი დაინიშნა და „სიტის“ შტატიანმა პენალტისტმა, ერლინგ ჰოლანდმა მისი შესრულების უფლება გიუნდოგანს დაუთმო, რათა მას ჰეთ-ტრიკი შეესრულებინა, თუმცა გერმანელმა დაარტყმა გააცუდა და მალევე, „ქალაქელებმა“ საკუთარ კარში გოლი მიიღეს.

„ეს მატჩი შეიძლებოდა პენალტით დამთავრებულიყო, მაგრამ მეტოქემ ამის შემდეგ მალევე გაგვიტანა და წვალება მოგვიწია. თუმცა ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ.

რა უნდა ვთქვა გიუნდოგანზე? მას ყველაფერი შეუძლია - მეტოქეების შეკავებაც, შეტევაც, ის ძალიან ჭკვიანია.

ჰოლანდმა პენალტის დათმობის დროს კეთილი ნება გამოიჩინა, მაგრამ მატჩის ბედი ვერ გადაწყდა. ანგარიში რომ 10 წუთით ადრე 4:0 ყოფილიყო - კარგი, მაგრამ 2:0? ერლინგი - პენალტების ჩვენი საუკეთესო შემსრულებელია და მას უნდა დაერტყა.“, - აღნიშნა პეპმა.