ავტორიზაცია

კროოსი: "გადატვირთული გრაფიკი? ფეხბურთელებს აზრს არავინ არ ეკითხება"

კროოსი: "გადატვირთული გრაფიკი? ფეხბურთელებს აზრს არავინ არ ეკითხება"
თარიღი 08 მაი 2023, 23:40
ტონი კროოსმა დასძინა, რომ მატჩების რაოდენობის შემცირება ფეხბურთელებთა სასიკეთოდ, საფეხბურთო ხელმძღვანებელის ინტერესებში არ შედის.

„მწყობრში ვართ, არ ვაპირებ თავის მართლების ძიებას. ხვალ „სიტისთან“ მატჩში ძალების მოკრების პრობლემა არ გვექნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, შეუძლებელია დაღლილი იყო.

რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია, რადგან ორი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს მოკლე მონაკვეთზე. (ესპანეთის თასის ფინალი, რომელიც „რეალმა“ უკვე მოიგო 2:1 და „სიტისთან ნახევარფინალი - ავტ).

თუმცა, ეს პრობლემა დღეს არ გაჩენილა. ყველაფერი ასეა მოწყობილი, მატჩების რაოდენობის პრობლემა დიდი ხანია გვაქვს.

წლებია ვამტკიცებ, რომ მატჩები ზედმეტად ბევრია. მაგრამ, არავის არ სურს ტურნირების შემცირება, რადგან ეს ფულის დაკარგვის ტოლფასი იქნება. აშკარაა, რომ ფეხბურთელებს არავინ არ ეკითხება, კმაყოფილები არიან ისინი ამ სიტუაციით თუ არა.

იმედი მაქვს, ეს საკითხი ჯერ დახურული არ არის საბოლოოდ და ცვლილებები, ადრე თუ გვიან, იქნება.“, - აღნიშნა გერმანელმა.