ავტორიზაცია

"შარშანაც იგივეს ამბობდნენ, სულ ასეა", - კროოსი რუნის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სიტი რეალს გაანადგურებს

"შარშანაც იგივეს ამბობდნენ, სულ ასეა", - კროოსი რუნის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სიტი რეალს გაანადგურებს
თარიღი 09 მაი 2023, 00:41
ტონი კროოსი არ ეთანხმება უეინ რუნის, რომელმაც „მან სიტის“ „რეალთან“ უპირატესობაზე ისაუბრა.

„დისი იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ „მან სიტი“ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უბრალოდ კი არ დაამარცხებს, არამედ გაანადგურებს.

„ყოველთვის ერთი და იგივეა. მახსოვს, შარშანაც იგივე ითქვა ჩვენი მისამართით რაღაც მსგავსი. არავის არ ეგონა, რომ მოვიგებდით, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.

თუმცა, თუ ამ სიტყვებს დავანებებთ თავს, მე რუნი ძალიან მომწონს. ასეთი სიტყვები ჩვენზე არანაირ გავლენას არ ახდენს და არც დამაატებით მოტივაციას გვაძლევს, იმიტომ რომ შეუძლებელია იმაზე მეტად მოტივირებული იყო, ვიდრე ჩვენ ვართ.“, - აღნიშნა გერმანელმა.