ავტორიზაცია

ლოპეტეგი: "ბუსკეტსი საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში"

ლოპეტეგი: "ბუსკეტსი საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში"
თარიღი 11 მაი 2023, 12:15
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ, რომელიც ამჟამად "ვულვერჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი სეზონის ბოლოს კატალონიურ "ბარსელონას" დატოვებს.

"სერხიო უნიკალური ფეხბურთელია. მას აქვს საკმაოდ მაღალი სათამაშო ინტელექტი. ჩემთვის ბუსკეტსი საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. “, - განაცხადა ლოპეტეგიმ.

ბუსკეტსს კატალონიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება. სავარაუდოდ, ნახევარმცველი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.