ავტორიზაცია

მალდინი ადასტურებს, რომ მილანი ლეუსთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

მალდინი ადასტურებს, რომ მილანი ლეუსთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა
თარიღი 11 May 2023, 13:39
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კლუბი ახლოს არის რაფაელ ლეუსთან ხელშეკრულების განახლებასთან.

"ჩვენ ახლოს ვართ რაფაელ ლეუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან, ეს მართალია. მე და რაფას ერთი და იგივე გეგმა გვაქვს, ორივეს ერთად გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა. “, - თქვა "მილანის" სპორტულმა დირექტორმა.

ლეაუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.