ავტორიზაცია

დე ლაურენტისი სპალეტისთან კონტრაქტის გაგრძელებას უახლოეს დღეებში განიხილავს

დე ლაურენტისი სპალეტისთან კონტრაქტის გაგრძელებას უახლოეს დღეებში განიხილავს
თარიღი 11 მაი 2023, 14:02
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი მალე შეხვდება კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ახალი კონტრაქტის განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს "პარტენოპეისთან" მოქმედი ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.

ჟურნალისტი ნიკოლო შირა სოციალურ ქსელში იუწყება, რომ დე ლაურენტისს სურს სპალეტის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე შენარჩუნება. ეს არის წინადადება, რომელსაც პრეზიდენტი მომავალ შეხვედრაზე მიმართავს მწვრთნელს.

სპალეტი "ნაპოლიში" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს. ამ პერიოდში იტალიელმა ისტორიაში პირველად მოახერხა გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაყვანა და ასევე 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგება.