ავტორიზაცია

ბარსელონას ხელმძღვანელობა ნეიმარის დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს

ბარსელონას ხელმძღვანელობა ნეიმარის დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს
თარიღი 11 მაი 2023, 14:23
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი ამ ზაფხულს "ბარსელონაში" არ დაბრუნდება. 

ჟურნალისტი ალფრედო მარტინესის თქმით, ბრაზილიელი არ განიხილება "ბლაუგრანას" მენეჯმენტში, როგორც მომავალ სეზონში გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტი.

ნეიმარი ამჟამად "პსჟ"-ში მძიმე მდგომარეობაშია. პარიზელთა ხელმძღვანელობას სურს ჩამოიშოროს ფეხბურთელი, რომლისთვისაც 2017 წელს რეკორდული 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.