ბარსელონას ხელმძღვანელობა ნეიმარის დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი ამ ზაფხულს "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.
ჟურნალისტი ალფრედო მარტინესის თქმით, ბრაზილიელი არ განიხილება "ბლაუგრანას" მენეჯმენტში, როგორც მომავალ სეზონში გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტი.
ნეიმარი ამჟამად "პსჟ"-ში მძიმე მდგომარეობაშია. პარიზელთა ხელმძღვანელობას სურს ჩამოიშოროს ფეხბურთელი, რომლისთვისაც 2017 წელს რეკორდული 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ნეიმარი ამჟამად "პსჟ"-ში მძიმე მდგომარეობაშია. პარიზელთა ხელმძღვანელობას სურს ჩამოიშოროს ფეხბურთელი, რომლისთვისაც 2017 წელს რეკორდული 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრავმის გამო გამოტოვებს.