ავტორიზაცია

რონალდუს კლუბს შესაძლოა ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს

რონალდუს კლუბს შესაძლოა ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს
თარიღი 12 May 2023, 10:46
იტალიელმა სპეციალისტმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსი" დატოვოს და საუდის არაბეთში გააგრძელოს.

ჟურნალისტ რუდი გალეტის თქმით, "ალ-ნასრი", რომლშიც პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ვარსკვლავის მწვრთნელის მომსახურებით არის დაინტერესებული.

წყარო აღნიშნავს, რომ საუდის კლუბი ალეგრისთვის შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება. "ალ-ნასრის" ამჟამინდელი მწვრთნელი დინკო იელიჩიჩია, რომელმაც გუნდის სათავეში ფრანგი რუდი გარსია შეცვალა.

ალეგრი იუვენტუსში 2021 წელს დაბრუნდა. მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.