კეინმა ტოტენჰემს განუცხადა, რომ ზაფხულში კლუბიდან წასვლა სურს
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ოფიციალურად აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ზაფხულში გუნდის დატოვება სურს.
ევროპული გამოცემების ცნობით, "ტოტენჰემი" მზადაა კეინის გაშვების განხილვაზე, მაგრამ ლონდონელები თავდამსხმელს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებს არ მიჰყიდიან.
ევროპული გამოცემების ცნობით, "ტოტენჰემი" მზადაა კეინის გაშვების განხილვაზე, მაგრამ ლონდონელები თავდამსხმელს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებს არ მიჰყიდიან.
თავდამსხმელს შეუძლია ფრანგულ "პსჟ"-ში გადასვლა, თუ გუნდს პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად იტალიურ "რომაში" მუშაობს.
29 წლის კეინმა მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" რიგებში 46 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.