ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჩემთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ბრძოლას აღარ ვაპირებ"

გვარდიოლა: "ჩემთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ბრძოლას აღარ ვაპირებ"
თარიღი 12 May 2023, 22:26
პეპ გვარდიოლას თქმით, მას „მანჩესტერ სიტის“ თამაშების განრიგი უბრალოდ არ ესმის.

ესპანელის „სიტი“ კვირას „გუდისონ პარკზე“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება, 72 საათზე ოდნავ მეტის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში „რეალს“ უმასპინძლებს.

„რეალი შაბათს სახლში „ხეტაფეს“ შეხვდება, მადრიდელებს ერთი დღით მეტი ექნებათ დასასვენებლად.

რაც არის, ეგ არის. ჩემთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ბრძოლას არ ვაპირებ. განრიგი არ მესმის, მაგრამ ჩვენ ადაპტაცია უნდა გავიაროთ. შაბათს ევროვიზიის ფინალის გამო ვერ ვთამაშობთ.“, - აღნიშნა პეპმა.

პირველი მატჩი მადრიდში ფრედ 1:1 დასრულდა.