ანჩელოტი: "მე და გვარდიოლა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელები ვართ? არა, არიან სხვებიც"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი საკუთარ თავს მანჩესტერ "სიტის" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალს "ქალაქელებს" დაუპირისპირდება. სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული პირველი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
"მე და გვარდიოლა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელები ვართ? არა, მსოფლიოში ბევრი სხვა შესანიშნავი სპეციალისტია.
"მე და გვარდიოლა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელები ვართ? არა, მსოფლიოში ბევრი სხვა შესანიშნავი სპეციალისტია.
ხვალინდელ მატჩში ხეტაფესთან მოგება გვინდა, ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და არა მანჩესტერ სიტისთან საპასუხო ნახევარფინალზე. ", - განაცხადა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.