ჰოლანდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი აპრილში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ ლიგის პრესსამსახური იტყობინება.
გასულ თვეში ერლინგმა ინგლისის ჩემპიონატის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ამ შეხვედრებში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
მომდევნო მატჩს მანჩესტერ "სიტი" 14 მაისს - სტუმრად "ევერტონთან" გამართავს.