ავტორიზაცია

ტოტენჰემში ნაგელსმანი არ დაინიშნება - ლონდონელებმა სხვა ვარიანტზე გაამახვილეს ყურადღება

ტოტენჰემში ნაგელსმანი არ დაინიშნება - ლონდონელებმა სხვა ვარიანტზე გაამახვილეს ყურადღება
თარიღი 12 მაი 2023, 23:00
იულიან ნაგელსმანი „ტოტენჰემს“ არ გაწვრთნის.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ნაგელსმანს პოტენციური თანამშრომლობის საკითხზე არ შეხვედრია და არც სამომავლოდ არის რაიმე შეხვედრები ჩანიშნული.

„ტოტენჰემის“ წარმომადგენლები ნაგელსმანს დიდ პატივს სცემენ, თუმცა ის მათთვის არც პრიორიტეტული და მითუმეტეს არც ერთადერთი კანდიდატია.

ამ ეტაპზე, „დეზების“ ხელმძღვანელობა ყველაზე აქტიურად „ლევერკუზენის“ თავკაცს, ხაბი ალონსოს აკვირდება და მწვრთნელად მისი დანიშვნის კანდიდატურას განიხილავს.

ამჟამად „ტოტენჰემს“ სათავეში დროებით რაიან მეისონი უდგას, ალონსომ კი „ლევერკუზენი“ შუა სეზონში ჩაიბარა და გუნდი სატურნირო ცხრილში დააწინაურა და ევროპა ლიგის ნახევარფინალშიც გაიყვანა.