ავტორიზაცია

ტოტენჰემის ზაფხულის პირველი ტრანსფერი კულუსევსკი იქნება?

ტოტენჰემის ზაფხულის პირველი ტრანსფერი კულუსევსკი იქნება?
თარიღი 13 May 2023, 11:27
შვედი ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი, რომელიც იჯარით ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურში" თამაშობს, შესაძლოა ინგლისურ კლუბმა გამოისყიდოს.

The Sun-ის ცნობით, სპურსი ფეხბურთელის შეძენას ტურინის "იუვენტუსიდან" აპირებს. ეს იქნება კლუბის პირველი ტრანსფერი ზაფხულში.

კულუშევსკი "ტოტენჰემს" გასული წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის იჯარის ხელშეკრულება კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.