ჰაკიმი შესაძლოა ზაფხულში მადრიდის რეალში დაბრუნდეს
"პსჟ"-ს მცველმა აჩრაფ ჰაკიმმა შესაძლოა ზაფხულში პარიზული გუნდი დატოვოს.
L'Equipe-ის ცნობით, 24 წლის მაროკოელი, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.
მაროკოელი მცველის მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მაროკოელი მცველის მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში ჰაკიმმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.