ნაპოლიმ ოსიმენის შემცველად ქართველების ყოფილი თანაგუნდელი შეარჩია?
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბში გადავიდეს.
Il Mattino ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ოსიმენის შენარჩუნება სურს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ დიდ შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება.
იტალიური გამოცემის თანახმად, დე ლაურენტისი ოსიმენის პოტენციურ შემცველლად "ლილის" კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დევიდი ჰყავს შერჩეული.
ჯონათან დავიდმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კანადელი ფორვარდი 2018-2020 წლებში ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობდა.