დი მარია შესაძლოა კატალონიის ბარსელონაში გადავიდეს
არგენტინელმა გარემარბმა ანხელ დი მარიამ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსი" დატოვოს და კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
Tuttosport-ის ჟურნალისტების თქმით, კატალონიური "ბარსელონა" შეიძლება გახდეს არგენტინელის ახალი სამუშაო ადგილი.
"ბლაუგრანა", თავის მხრივ, მის პოზიციაზე გაძლიერების ვარიანტს ეძებს.
"ბლაუგრანა", თავის მხრივ, მის პოზიციაზე გაძლიერების ვარიანტს ეძებს.
დი მარიას "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.
35 წლის გარემარბი "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. დი მარიამ მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
35 წლის გარემარბი "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. დი მარიამ მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.