ავტორიზაცია

ბარსელონამ კანტესგან პასუხი მიიღო

ბარსელონამ კანტესგან პასუხი მიიღო
თარიღი 13 მაი 2023, 14:22
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის ნგოლო კანტეს მიმართ ინტერესს კატალონიური "ბარსელონა" იჩენს.

"ბლაუგრანამ" ფრანგ ფეხბურთელს შესთავაზება გაუკეთეს, მაგრამ მან უარი მიიღო. ამის შესახებ Sport.es იტყობინება.

წყარო აღნიშნავს, რომ კანტემ კარიერის "ჩელსიში" გაგრძელება გადაწყვიტა. 32 წლის ფეხბურთელს შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება ელის, რომელიც სეზონის ბოლოს ეწურება.

ნგოლო "არისტოკრატებში" 2016 წლის ივლისიდან თამაშობს. ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში კანტემ შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი საგოლე პასი გააკეთა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.