ალემანის ასტონ ვილაში სამი ესპანელის წაყვანა სურს
"ასტონ ვილას" ახალმა სპორტულმა დირექტორმა მატეუ ალემანმა, რომელმაც სეზონის ბოლოს "ბარასელონას" ტოვებს, უკვე შეარჩია რამდენიმე კანდიდატი ინგლისური გუნდის გასაძლიერებლად.
Diario AS-ის ცნობით, სპეციალისტის მოკლე სიაში მოხვდნენ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო, "ვილიარეალის" ნახევარმცველი ალექს ბაენა და "ბარსელონას" თავდამსხმელი ფერან ტორესი.
ასენსიო შესაძლოა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდეს, თუ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს არ განაახლებს, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული, რომ მარკო "ასტონ ვილაში" გადასვლას დათანხმდება.
ასენსიო შესაძლოა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდეს, თუ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს არ განაახლებს, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული, რომ მარკო "ასტონ ვილაში" გადასვლას დათანხმდება.
ბაენა ადრე უკვე თამაშობდა "ვილიარეალში" უნაი ემერის ხელმძღვანელობით, ასე რომ, მენეჯერის ფაქტორი ხელს შეუწყობს გარიგების დასრულებას.
რაც შეეხება ტორესს, "ბარსელონას" ფერანის გაყიდვა სურს, თავად ფეხბურთელს კი პრემიერ ლიგაში დაბრუნება, როგორც ჩანს, არ აინტერესებს.