ლევანდოვსკიმ ბარსელონაში რონალდოს მიღწევა გაიმეორა

"ბარსელონას" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 30 გოლი გაიტანა.
"ბლაუგრანას" შეტევის ლიდერმა ჩემპიონატის მატჩში "ესპანიოლთან" (4:2) დუბლი შეასრულა.
"ბლაუგრანას" შეტევის ლიდერმა ჩემპიონატის მატჩში "ესპანიოლთან" (4:2) დუბლი შეასრულა.
34 წლის პოლონელი გახდა პირველი ფეხბურთელი რონალდოს შემდეგ, რომელმაც სადებიუტო სეზონში "ბარსელონაში" 30 ან მეტი გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ეს 26 წლის წინ გააკეთა.
რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ლიდერობს ლა ლიგის მიმდინარე ბომბარდირთა რბოლაში 21 გატანილი გოლით, კარიმ ბენზემას ოთხი გოლით უსწრებს.
რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ლიდერობს ლა ლიგის მიმდინარე ბომბარდირთა რბოლაში 21 გატანილი გოლით, კარიმ ბენზემას ოთხი გოლით უსწრებს.