ავტორიზაცია

"Youtube-ზე ვუყურებდი მათ ვიდეოებს", - რაფა ლეაუმ ბავშვობის ორი კუმირი დაასახელა

"Youtube-ზე ვუყურებდი მათ ვიდეოებს", - რაფა ლეაუმ ბავშვობის ორი კუმირი დაასახელა
თარიღი 16 May 2023, 00:22
რაფაელ ლეაუს სურს, მიაღწიოს წარმატებას, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მიღწევებს გაუტოლდება.

ვინ იყო თქვენი კუმირი, ვის ქმედებების გამეორებასაც ცდილობდით?

„ასი პროცენტით რონალდინიო და კრიშტიანუ რონალდუ. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ვაკვირდებოდი და როცა ვიზრდებოდი, დრიბლინგში ვცდილობდი მათ მიბაძვას.

მე ეს ყველაფერი, მათ შორის დრიბლინგიც, Youtube-ზე მათი ვიდეოების ყურებისას ვისწავლე.“, - აღნიშნა პორტუგალიელმა შემტევმა.

tortiza72
ტოპ კომენტარი
0
16 May 2023, 18:18
რატომ კუმირი და არა კერპი? ეს უფრო ქართული არაა?