ბაიერი ჯაკას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ლევერკუზენის "ბაიერი" "არსენალის" ნახევარმცველის გრანიტ ჯაკას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო ფეხბურთელს გუნდში მომავალ ლიდერად ხედავს.
წყარო ამბობს, რომ ჯაკა მზადაა ახალი გამოწვევისთვის, თუმცა სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი მთლიანად "არსენალში" თამაშზეა ორიენტირებული.
წყარო ამბობს, რომ ჯაკა მზადაა ახალი გამოწვევისთვის, თუმცა სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი მთლიანად "არსენალში" თამაშზეა ორიენტირებული.
"მეთოფეები" ნახევარმცველისთვის დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვენ. ოფიციალური მოლაპარაკებები კლუბებს შორის ჯერ არ დაწყებულა.