ავტორიზაცია

გარი ლინეკერი: "მირჩევნია ბელინგემი ბარსელონაში ვნახო"

გარი ლინეკერი: "მირჩევნია ბელინგემი ბარსელონაში ვნახო"
თარიღი 16 მაი 2023, 14:57
ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტს გარი ლინეკერს აწუხებს ის ფაქტი, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა. 

"მირჩევნია ბელინგემი ბარსელონაში ვნახო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის კარგად გამოიყურება რეალის ნახევარდაცვის ტრიოში.

ჯუდი ნამდვილი ძვირფასი ქვაა, ძალიან განსაკუთრებული მოთამაშე, მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი. “, - განუცხადა ლინეკერმა The Times-ს.

ბელინგემმა მადრიდში გადასასვლელად მანჩესტერ "სიტის" შეთავაზება უარყო.