ფილ ჯონსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველი ფილ ჯონსი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
31 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მანკუნიელებთან მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი, ამიტომ ფეხბურთელი მანჩესტერ "იუნაიტედის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჯონსი მანჩესტერული გუნდის მაისურს 2011 წლიდან ირგებს.

მიმდინარე სეზონში მცველს თავისი გუნდის შემადგენლობაში არც ერთი ოფიციალური თამაში არ უთამაშია. მთლიანობაში, ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 229 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.