ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ზაფხულში სამი ტოპ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

მადრიდის რეალი ზაფხულში სამი ტოპ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
თარიღი 16 მაი 2023, 16:19
მადრიდის "რეალი" მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმებს აწყობს. 

Sky Sports-ის ცნობით, მადრიდული გრანდი სამი ტოპ ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება.

„ბლანკოსი“ 22 წლის მცველის ალფონსო დევისის (ბაიერნი), 19 წლის ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის (დორტმუნდის ბორუსია) და 24 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს (პსჟ) შეძენას გეგმავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალის" მოლაპარაკებები ბელინგემზე პოზიტიურად მიმდინარეობს, მაგრამ მადრიდულ კლუბს ოფიციალური შეგავაზება ჯერ არ გაუგზავნია.