კვეკვესკირი პოლონეთში საუკეთესოთა შორის მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ლეხი" "რაკუვს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე მოგებული გუნდის ქართველი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტი მოიპოვა.
გასაკვირი არაა, რომ კვევკესკირი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
