ისტორიაში მერამდენედ ითამაშებს ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
„ინტერმა“ თანაქალაქელი „მილანი“ დამაჯერებლად, ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
„ნერაძური“ თავისი არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ ითამაშებს.
წინა ხუთ შემთხვევაში გუნდმა 3 გამარჯვება მოიპოვა და 2 მარცხი იწვნია.
პირველი ფინალი გუნდმა 1963/64-სეზონში ითამაშა, როცა მადრიდის „რეალს“ 3:1 მოუგო. მეორე ფინალის ლოდინი გუნდს დიდხანს არ მოუწია - შემდეგივე სეზონში მილანელებმა ამჯერად „ბენფიკას“ სძლიეს (1:0) და ზედიზედ მეორე ტიტულს დაეუფლნენ.
ერთი სეზონის ჩაგდების შემდეგ, გუნდმა ფინალამდე მისვლა 1966/67-სეზონშიც შეძლო და პირველი მარცხი იწვნია - ლისაბონში სტადიონ „ნასიონალზე“ „სელტიკმა“ „ინტერი“ 2:1 დაამარცხა.
მეოთხე ფინალი გუნდმა 1971/72-წლეში ითამაშა და როტერდამში ლეგენდარულ „აიაქსთან“ უშანსოდ 0:2 დამარცხდა. ცნობისთვის, ამსტერდამელებმა იმ პერიოდში ზედიზედ სამჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება და „ინტერთან“ გამარჯვება მეორე იყო.
ბოლო ფინალი კი მეტნაკლებად ყველას უკვე კარგად ახსოვს - 13 წლის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუზე, „ნერაძურიმ“ „ბაიერნს“ 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში მესამედ აღმართა.