ინტერი ბოლო 6 წლის მანძილზე პირველი იტალიური გუნდია, რომელიც ლიგის ფინალში გავიდა
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ნახევარფინალში მილანურმა კლუბმა თანაქალაქელ „მილანს“ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ან „რეალს“ შეხვდება, ან „მანჩესტერ სიტის“.
ცნობისთვის, „ინტერი“ ბოლო ექვსი წლის მანძილზე პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ამ ტურნირის ფინალამდე შეძლო მისვლა.
უკანასკნელი ასეთი გუნდი „იუვენტუსი“ იყო, რომელიც ფინალში 2016/17-სეზონში გავიდა და „რეალთან“ 1:4 განადგურდა.
რაც შეეხება „ინტერს“, გუნდისთვის ეს ისტორიაში მე-6 ფინალი იქნება.