ავტორიზაცია

სადიო მანემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

სადიო მანემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 17 მაი 2023, 10:42
სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

Sky Germany-ის ცნობით, 31 წლის ფრხბურთელს გერმანულ გრანდში თამაში აღარ სურს.

წყაროს ცნობით, ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მანამდე "ლივერპულში" თამაშობდა. სადიო ბაიერნში გასულ ზაფხულს სამწლიანი კონტრაქტით შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში აფრიკელმა 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.