ავტორიზაცია

ბარსელონამ ბალდესთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ბარსელონამ ბალდესთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 17 მაი 2023, 11:25
"ბარსელონას" მცველი ალეხანდრო ბალდე კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელიც 2027 წლამდე იქნება გათვლილი. 

ჟურნალისტ ფერან კორეასის თქმით, ახალ ხელშეკრულებას საბოლოო დეტალები აქვს შესათანხმებელი.

ბალდეს ახალი კონტრაქტის გათავისუფლების პუნქტი მილიარდი ევრო იქნება. იგივე გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში "ბლაუგრანას" ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა აქვს. 

წყარო აღნიშნავს, რომ ალეხანდროსთან ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც ლა ლიგა "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ფინანსურ გეგმას დაამტკიცებს.