ავტორიზაცია

რამდენს გამოიმუშავებს კიმ მინ ჯე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემთხვევაში?

რამდენს გამოიმუშავებს კიმ მინ ჯე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემთხვევაში?
თარიღი 17 მაი 2023, 12:54
"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯემ მანჩესტერ "იუნაიტედთან" პერსონალური კონტრაქტი გააფორმა. 

ნეაპოლური გამოცემის Il Mattino-ს ცნობით, კორეელი ერიკ ტენ ჰაგის გუნდში წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ახლა მანჩესტერ "იუნაიტედმა" ტრანსფერის დეტალები "ნაპოლისთან" უნდა შეათანხმოს.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ ჯეს კონტრაქტში ლუჩიანო სპალეტის გუნდთან არის საკომპენსაციო თანხა, რომელიც 40 მილიონი ევროს შეადგენს.

სამხრეთ კორეელი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს.