ავტორიზაცია

პსჟ-მ ჰარი კეინის თაობაზე ტოტენჰემთან მოლაპარაკებები დაიწყო

პსჟ-მ ჰარი კეინის თაობაზე  ტოტენჰემთან მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 17 May 2023, 12:31
ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ცენტრფორვარდმა ჰარი კეინმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

Footmercato-ს ცნობით, თავდამსხმელის აგენტებმა "პსჟ"-ს წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. 

კეინი არის პარიზული კლუბის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის.

"პსჟ"-ს გარდა, 29 წლის თავდამსხმელის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაძლიერების ვარიანტებს ეძებს.

ჰარის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული.