ავტორიზაცია

კლოპი ლივერპულის ხელმძღვანელობას ბარელას შეძენას სთხოვს

კლოპი ლივერპულის ხელმძღვანელობას ბარელას შეძენას სთხოვს
თარიღი 17 მაი 2023, 16:10
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს სურს, რომ მის გუნდს მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა შეუერთდეს. 

Caught Offside-ის ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე სთხოვა, რომ იტალიელი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში დაემატებინათ.

"ინტერს" არ აქვს განზრახული ბარელას გაყიდვა, მაგრამ მომგებიანი შეთავაზება შესაძლოა "ნერაძურის" გადაწყვეტილება შეაცვლევონოს. 

წყარო ამბობს, რომ გარიგების დასასრულებლად შესაძლოა 80 მილიონი ევროც საკმარისი იყოს.

26 წლის ნიკოლო ბარელამ სერია A-ში მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.