ავტორიზაცია

ნაპოლი იაპონელი გარემარბის ტრანსფერით ინტერესდება

ნაპოლი იაპონელი გარემარბის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 18 მაი 2023, 13:24
იაპონელმა გარემარბმა ტაკეფუსა კუბომ, რომელიც "რეალ სოსიედადში" თამაშობს, შესაძლოა იტალიის სერია A-ში ითამაშოს.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას ინფორმაციით, 21 წლის აზიელი ფეხბურთელის ტრანსფერით იტალიური "ნაპოლი" ინტერესდება.

ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კუბოს შეძენა სურს. "ნაპოლის" გარდა, კუბოს კარიერის ინგლისსა და ესპანეთში გაგრძელების ვარიანტები აქვს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "რეალ სოსიედადში" 40 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.