ავტორიზაცია

გვარდიოლა: "შარშან კურტუას ოქროს ბურთი რომ მოეგო, დამსახურებული იქნებოდა"

გვარდიოლა: "შარშან კურტუას ოქროს ბურთი რომ მოეგო, დამსახურებული იქნებოდა"
თარიღი 18 May 2023, 13:44
მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა გასულ წელს ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა. 

შეგახსენებთ, რომ ჯილდო საბოლოოდ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მოიგო.

"შარშან კურტუას ოქროს ბურთი რომ მიენიჭებინათ, ეს დამსახურებული იქნებოდა. კარიმ ბენზემაც იმსახურებდა თავის ჯილდოს, მაგრამ არ გამიკვირდებოდა, თუ ტიბო მიიღებდა მას. “, - განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტისთან” განმეორებით შეხვედრაში უშანსოდ, 4:0 წააგო.