ავტორიზაცია

კროოსი: "შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიურად მოგება"

კროოსი: "შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიურად მოგება"
თარიღი 18 მაი 2023, 13:55
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი "მანჩესტერ სიტიდან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის 
მარცხს გამოეხმაურა. "ქალაქელებმა" მადრიდელებს ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 5:1 მოუგეს.

"როდესაც მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს აწერ ხელს, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია.

რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება. “, - თქვა კროოსმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ "სიტი" "ინტერს" დაუპირისპირდება. თამაში 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.