სიტისთან 0:4-ს მიუხედავად, რეალის ერთმა ფეხბურთელმა 10-დან 10 შეფასება მიიღო
ესპანურმა გამოცემა Marca-მ „რეალის“ ფეხბურთელებს „მან სიტისთან“ მატჩის შემდეგ ქულები დაურიგა.
მადრიდული კლუბი „ეტიჰადზე“ 0:4, ორი მატჩის ჯამში კი 1:5 წააგო და ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
საუკეთესო შეფასება „რეალიდან“ Marca-სგან ტიბო კურტუამ მიიღო - 10-დან 10.
„რომ არა მისი დაუჯერებელი სეივები ჰოლანდის დარტყმების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მარტივად შეეძლო 6 ან 7 გოლის გატანა.“ - წერია კურტუას შეფასებაში.
დანი კარვახალმა და ტონი კროოსმა 5-5 ქულა მიიღეს, ძირითადის დანარჩენმა ფეხბურთელებმა კი - 4.
ცვლილებაზე შემოსული მოთამაშეები შეფასების გარეშე დარჩნენ, რადგან მიღებულ დროში განსაკუთრებული ვერაფერი მოასწრეს.