ბარსელონას სჯერა, რომ კიმიხის დამატებას შეძლებს - შესაძლებელია გაცვლა
„ბარსელონაში“ სჯერათ, რომ „ბაიერნის“ ნახევარდაცვის ლიდერის, იოზუა კიმიხის ტრანსფერი შესაძლებელია.
გერმანელი ფეხბურთელისადმი კატალონიელების მხრიდან არსებულ ინტერესზე საკმაოდ ბევრი იწერება, თუმცა მიუნხენელები კიმიხს ხელშეუხებლად მიიჩნევენ და მასზე მოლაპარაკებების დაწყება არ სურთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კიმიხი და მისი გარემოცვა დარწმუნებულები არიან, რომ „ბაიერნი“ არ დატოვებს ფეხბურთელს გუნდში ძალით, თუ ის დარჩენას თავად არ მოინდომებს. თუმცა, თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე გასულ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკი დაჯდა (45 მლნ ევრო).
„ბარსელონას“ სჯერა, რომ ტრანსფერი შესაძლებელია და მოლაპარაკებების დასაწყებად კიმიხის მხირდან ელოდება ნაბიჯებს. ტრანსფერში შესაძლოა „ბარსას“ რომელიმე ფეხბურთელი ჩართონ. კერძოდ, „ბაიერნი“ ანსუ ფატის მიმართ იჩენს ინტერესს.