ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტოტენჰემმა შემტევის წასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: ტოტენჰემმა შემტევის წასვლა დაადასტურა
თარიღი 18 May 2023, 22:55
გერმანელი შემტევი ლუკას მოურა „ტოტენჰემში“ ბოლო სეზონს ატარებს.

ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, როცა კონტრაქტი ამოეწურება.

როგორც იწერება, ლუკასს იტალიიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან აქვს შემოთავაზებები, მისი დამატება გუნდებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ სურთ.

ლუკას მოურა „ტოტენჰემს“ 2018 წელს „პსჟ-დან“ შეუერთდა და ამ დროში ინგლისის ჩემპიონატში 19 გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ვერცერთი საგოლე ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.